გურიაში კაიაკინგის საერთაშორისო ტურნირი გაიმართა. ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, მდინარე ბჟუჟზე გამართულ ექსტრემალურ შეჯიბრში „BZHUZHA RACE” 7 ქვეყნის, მათ შორის საქართველოს, გერმანიის, პოლონეთის, დიდი ბრიტანეთის, უკრაინის, ლატვიის და რუსეთის 50სპორტსმენი მონაწილეობდა. 3 დღის განმავლობაში სპორტსმენებმა ნავებით მდინარე ბჟუჟის რთული მონაკვეთები გადალახეს. ღონისძიება ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მხარდაჭერით, გურიის სამხარეო ადმინისტრაციის, ქალაქ ოზურგეთის მერიის და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ორგანიზებით გაიმართა. ჩემპიონატი საქართველოს კაიაკინგის ეროვნული ფედერაციის ინიციატივით ჩატარდა. კაიკაინგის საერთაშორისო ჩემპიონატი „BZHUZHA RACE” საქართველოში უკვე მეორედ გაიმართა.