ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მხარდაჭერით პირველად საქართველო Bocuse d’Or ევროპის გასტრონომიულ ჩემპიონატზე წარსდგა. შეფ-მზარეულების შეჯიბრი ესტონეთის დედაქალაქ ტალინში მიმდინარეობს და 20 ქვეყნის წარმომადგენელი მონაწილეობს. შეფ-მზარაეულები 2 დღის განმავლობაში, ერთმანეთს ეჯიბრებიან. გამარჯვებულს 3 ნოემბერს ჟიური გამოავლენს.
ჩემპიონატში მონაწილეობა საქართველოს საშუალებას აძლევს უნიკალური ნიშა დაიკავოს მსოფლიო გასტრონომიულ რუკაზე.
საერთაშორისო გასტრონომიულ ღონისძიებაზე წარდგენა ხელს უწყობს ქართული კერძების ცნობადობის გაზრდას მთელ მსოფლიოში, გასტრო-ტურიზმის პოპულარიზაციას საქართველოში და მომავალში მეტი ტურისტის მოზიდვას.
საქართველოს გუნდის სახელით, ჩემპიონატზე ქვეყანას წარმოადგენენ: პირველი Bocuse d’Or საქართველოს გამარჯვებული ერიკ სარქისიანი, Bocuse d’Or საქართველოსა პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი, გუნდის მწვრთნელი ირაკლი თოდაძე და დამხმარე მზარეული – ლუკა ხინკალაძე.