საქართველო ჩინეთის საერთაშორისო გამოფენაზე „COTTM 2017“
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ პეკინში, საერთაშორისო ტურისტულ გამოფენა-ბაზრობაში მიიღო მონაწილეობა. საქართველოს სტენდთან ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთან წარმოდგენილი იყო შემდეგი კომპანიები: Caucasus Travel, IRC, KTRAVEL GEORGIA LLC, GTGROUP, GEOFITTRAVEL, GEORGICA TRAVEL, TRAVEL TO GEORGIA 2010, VISITGEORGIA, TRAVELSHOP, GDM, PROFKURORT, Georgian Airways და Like Travel.
„COTTM 2017“-ის გამოფენაზე, 3 დღის განმავლობაში, საქართველოს სტენდთან მისულ სტუმრებს საშუალება ჰქონდათ დაეგემოვნებინათ ქართული ღვინო და ჩირი. გამოფენის ფარგლებში მოეწყო საქართველოს საიმიჯო ვიდეორგოლების ჩვენება.
„COTTM 2017“-ის გამოფენის პარალელურად ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია პეკინში Silk Road Culture Festival – Georgia 2017-ის ფესტივალზე იყო წარმოდგენილი.