საქართველო-უკრაინის საქმიანი ტურიზმის კონფერენცია
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით „საქართველო-უკრაინის საქმიანი ტურიზმის კონფერენცია“ გაიმართა . ღონისძიებას საკონვენციო და საგამოფენო ბიურომ უმასპინძლა.
კონფერნეციის ფარგლებში საქართველოს საქმიანი ტურიზმის პოტენციალის შესწავლის მიზნით, თბილისსა და კახეთს, ინსპექტირებისათვის საქმიანი ტურიზმის სფეროში მოღვაწე უკრაინის წამყვანი კომპანიები ეწვივნენ: Travel profession group, International Travel Group, Kiy Avia, New Standard, Sputnik Kiev, Eventex Group, Business Travel Association of Ukraine, და TUI Ukraine.
უკრაინული კომპანიების წარმომადგენლებს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე შეხვდა.
კონფერნეციის ფარგლებში საკონვენციო და საგამოფენო ბიუროს წევრებსა და უკრაინული კომპანიების წარმომადგენლებს შორის B2B ფორმატის სამუშაო შეხვედრა გაიმართა. ღონისძიების მიზანია ორი ქვეყნის ტურიზმის ინდუსტრიის წარმომადგენლებმა საქმიანი ურთიერთობები დაამყარონ და თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილონ.