მსოფლიოს გავლენიანი მედიასაშუალებების წარმომადგენლებისთვის ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით პრესტური მოეწყო.
National Geographic traveler”-ის, ”RES Magazine”-ის, “Fashion Magazine”-ის, “The Japan times”-ის, “Conde Nast traveler”-ის და “CNN Travel”-ის ჟურნალისტებმა ერთი კვირის განმავლობაში თბილისი, ყვარელი, სიღნაღი, ანანური, გუდაური, სტეფანწმინდა, ქუთაისი, პრომეთეს მღვიმე და მარტვილის კანიონი მოინახულეს. მცხეთაში საერთაშორისო მედიის წარმომადგენლებს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე შეხვდა.
პრესტურის მონაწილე ჟურნალისტები და ბლოგერები საქართველოს ამერიკის შეერთებული შტატებიდან, კანადიდან, შვედეთიდან, დიდი ბრიტანეთიდან, იაპონიიდან და ისრაელიდან ეწვივნენ. ჟურნალისტები საქართველოს ტურისტული მიმართულების შესახებ გავლენიანი გამოცემებისთვის სტატიებს და ბლოგებს მოამზადებენ.