საქართველო ლიტვის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე.
საქართველოს ლიტვის გამოფენაზე განსაკუთრებული ქვეყნის სტატუსი მიენიჭა
საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ლიტვაში კერძოდ კი ვილსნიუსში, საერთაშორისო ტურისტულ გამფოენაზე ADVENTUR 2017 იყო წარმოდგენილი.
ადმინისტრაციამ ამ გამოფენაში პირველად მიიღო მონაწილეობა და საქართველოს განსაკუთრებული სტუმრის სტატუსი მიენიჭა. გამოფენის დაწყებამდე განხორციელდა ღონისძიების მარკეტიგული კამპანია, სადაც აქტიურად შუქდებოდა ქართული მხარის მონაწილეობის შესახხებ ინფორმაცია.
ტურიზმის ადმინისტრაციის ერთიან საპრეზენტაციო სტენდზე წარდგენილი იყვნენ აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი და მთის კურორტების განვითარების კომპანია. გამოფენის ფარგლებში, ჩატარდა საქართველოს როგორც ტურისტულად მიმზიდველი ქვეყნის და მთის კურორტების პრეზენტაციაც , სადაც ტურისტული პოტენციალის ამსახველი ვიდეო მასალა იყო წარდგენილი.
საქართველოს სტენდი დიდი პოპულარობით სარგებლობდა ღინისძიების სამივე დღის განმავლობაში. გაიმართა ქართული ღვინის, ყველის და ტკბილეულის დეგუსტაცია. გახსნის ცერემონიის შემდგომ, ადმინისტრაციის სტენდს ესტუმრა ლიტვის ვიცე-პრეზიდენტი და ეკონომიკის მინისტრი -მინდაუგას სინკევიჩიუსი, ლიტვის სახელმწიფო ტურიზმის დეპარტამენტის დირექტორი იურგიტა კაზლაუსკიენე, ლიტვის საკურორტო ქალაქების, კლაიპედისა და ნერინგის მერები ვიტაუტას გრობლიაუსკასი და დარიუს იასაიტის, ვილნიუსის მერი რემიგიუს შიმაშიუსი, ლიტვის საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორი აუდრიუს სიაურუსევიჩიუსი. სტუმრებისთვის ლიტვაში მოსწავლე ქართველ სტუდენტთა ჯგუფმა „საქართველო“ ქართული სიმღერები შეასრულა.