საქართველო იტალიის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ იტალიაში, ქალაქ რიმინიში საერთაშორისო ტურისტული გამოფენაზე “TTG Incontri 2017″ მიიღო მონაწილეობა. დამთვალიერებლებისთვის საქართველოს შესახებ პრეზენტაცია მოეწყო. გამოფენის ფარგლებში ქართული ღვინის დეგუსტაცია გაიმართა. რიმინიში გამართულ საერთაშორისო გამოფენას 72 ათასზე მეტი დამთვალიერებელი ეწვია. გამოფენას მსოფლიოს 130-ზე მეტი ქვეყნიდან სხვადასხვა ტურისტული კომპანიების წარმომადგენლები დაესწრნენ.
გამოფენის ფარგლებში ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ შეხვედრები გამართა სხვადასხვა ავიაკომპანიის წარმომადგენლებთან, პოპულარული გამომცემლობის და სატელევიზიო გადაცემების ჟურნალისტებთან: RCS Pubblicita, La Freccia (Trenitalia-ს ჟურნალი), TAL Aviation Group, Meridiana და ა.შ.
ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციასთან ერთად ” TTG Incontri 2017″-ზე წარმოდგენილი იყო შემდეგი ქართული კომპანიები: Mimino Travel, Caucasus Travel, Georgian holidays, Visit Georgia, Destination Georgia, Omnes Tour.