საქართველო ევროპისა და აზიის სამთო კურორტების საერთაშორისო კონფერენციას უმასპინძლებს
2017 წლის აპრილში საქართველო ევროპისა და აზიის სამთო კურორტების საერთაშორისო კონფერენციას უმასპინძლებს. მასშტაბური ღონისძიების ჩასატარებლად ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ და გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა ტალიბ რიფაიმ ლონდონში ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს. ევროპისა და აზიის მთის კურორტების განვითარების მე-3 კონფერენციას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან 250-ზე მეტი დელეგატი დაესწრება.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის გიორგი ჩოგოვაძის განმარტებით „ევროპისა და აზიის სამთო კურორტების საერთაშორისო კონფერენცია მეტად მნიშვნელოვან ღონისძიებას წარმოადგენს ქვეყნისთვის. ის ერთის მხრივ ხელს შეუწყობს საქართველოს ცნობადობის გაზრდასა და ქვეყნის პოტენციაის წარმოჩენას საერაშორისო დონეზე, ხოლო მეორეს მხრივ დიდ წვლილს შეიტანს მთის კურორტების განვითარებაში“.
ხელმოწერის შემდეგ ლონდონში განცხადება გააკეთა გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა ტალებ რიფაიმ: „მოხარული ვარ, რომ ეს ხელშეკრულება საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელთან ერთად გავაფორმეთ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სამთო კურორტების კონფერენცია, რომელიც 2 წელიწადში ერთხელ ტარდება ამჟამად საქართველოში გაიმართება, ეს ღონისძიება იმ ძალიან წარმატებული ღვინის კონფერენციის შემდეგ ჩატარდება, რომელსაც საქართველომ სექტემბერში უმასპინძლა.“-განაცხადა ტალებ რიფაიმ.