ტურიზმის დღესთან დაკავშირებით 27 სექტემბერს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ვებინარს გამართავს თემაზე „საქართველო ახალ მსოფლიო ტურისტულ რუკაზე.“
ვებინარი ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებისთვის და სფეროთი დაინტერესებულთათვის გაიმართება და საშუალება ექნებათ მათთვის საინტერესო კითხვებზე პასუხები მიიღონ.
ვებინარს ტურიზმის სფეროს და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციას შემდეგი წარმომადგენლები ჩაატარებენ:
ნინა კეკელიძე-Discover Georgia -დამფუძნებელი
ელენეო თარაშვილი-საქართველოს ბიზნესტურიზმის ასოციაცია-თანადამფუძნებელი, დირექტორთა საბჭოს წევრი
თიკა დუღაშვილი-ტურისტული ობიექტი- ღვინის ეზო N1 – დამფუძნებელი
ქეთი მელაძე-საქ. სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციის პრეზიდენტი, საქ.გიდების ასოციაცია პრეზიდენტი
გიორგი ბრეგაძე-მოდერატორი-ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია-კვლევებისა და დაგეგმვის სამმართველოს უფროსი
რეგისტრაციის ბმული:
https://us02web.zoom.us/webinar/register/WN_y4AmM4FOQOqq35ASZRaDkA