რუსული ტელეკომპანია „Моя Планета“ საქართველოს შესახებ ფილმს იღებს. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით გადაცემა „Мировой рынок“ -ის 4 კაციანი ჯგუფი საქართველოს ეწვია. ჟურნალისტებმა თბილისისა და მცხეთის ისტორიული უბნები დაათვალიერეს და სამების საკათედრო ტაძრის ეზოში ანსამბლ „რუსთავი“-ს შემოქმედებას გაეცნენ. ჟურნალისტები საქართველოს ტურისტული მიმართულებისა და კულტურის შესახებ 40 წუთიან ფილმს ამზადებენ, რომელსაც დესეთეს სივრცის 100 მილიონამდე მაყურებელი იხილავს.