საქართველოს ტურისტულ პოტენციალს ამერიკის შეერთებულ შტატებში გლობალურ კონფერენციაზე გაეცნენ. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ საქართველოს შესახებ პრეზენტაცია ნევადის შტატის ქალაქ რენოში გამართა. კონფერენციას სახელწოდებით ASTA Global Convention ამერიკის წამყვანი ტურისტული კომპანიების წარმომადგენლები, უმსხვილესი ასოციაციების წევრები და ტურიზმის სფეროს ექსპერტები დაესწრნენ. საქართველოს ტურისტული მიმართულების შესახებ პრეზენტაციას 100-მდე ტურისტული კომპანიის წარმომადგენელი დაესწრო. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია კონფერენციის ფარგლებში წარმოდგენილი იყო ტურისტულ გამოფენაზე. კონფერენციის მონაწილეები განსაკუთრებით დაინტერესდნენ ქართული ღვინის და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობით. კონფერენციის დასრულების შემდეგ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ შეხვედრები გამართა ASTA-ს პრეზიდენტთან და ტურისტული კომპანიების წარმომადგენლებთან. შეხვედრების შედეგ ამერიკული კომპანიების წარმომადგენლებმა საქართველოს მიმართულებით ტურისტული პაკეტების გაყიდვის შესახებ დაინტერესება გამოხატეს.