საქართველოს ტურისტული პოტენციალის გასაცნობად „ვებინარი” გაიმართა
საქართველოს ტურისტული პოტენციალის გასაცნობად მასშტაბური „ვებინარი“ გაიმართა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, ინტერნეტ პორტალზე “Profi+Travel Expo” ერთი კვირის განმავლობაში მასშტაბური მარკეტინგული სარეკლამო კამპანია მიმდინარეობდა სახელწოდებით “დსთ-ს ქვეყნები და საქართველო – 2016.” 11 სხვადასხვა ქვეყნიდან პორტალზე წარმოდგენილი იყო 2300 ტურისტული კომპანიის წარმომადგენელი. Profi.Travel წამყვანი ინტერნეტ პორტალია ტურიზმის პროფესიონალებისთვის. ყოველდღიურად ვებგვერდს 62,000-მდე ვიზიტორი ჰყავთ. კამპანიის მსვლელობისას ონლაინ რეჟიმში საქართველოს სარეკლამო მასალას და ინფორმაციას ქვეყნის ტურისტული პოტენციალის შესახებ რუსეთსა და დსთ-ს სივრცეში ტურიზმის სფეროთი დაინტერესებული 100,000-ზე მეტი წარმომადგენელი გაეცნო.