“This is Life” ამ სახელწოდებით მსოფლიოს წამყვანი ტელეკომპანების ეთერით საქართველოს საიმიჯო ვიდეო რგოლი გადაიცემა. საქართველოს რეკლამა Euronews -ზე 17 მაისიდან, CNN-ზე კი 18 მაისიდან გადის. 30 წამიანი საიმიჯო რგოლი CNN-ისა და Euronews-ის მრავალმილიონიან მაყურებლებს საქართველოს ტურისტულ პოტენციალს აცნობს.
რეკლამა 21 კვირის განმავლობაში იტრიალებს Euronews-ზე. Euronews-ს 400 მილიონიანი აუდიტორია ჰყავს, მაუწყებლობს 14 ენაზე 155 ქვეყანაში.
ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ უკვე დაიწყო მომზადება ზაფხულის ტურისტული სეზონისათვის. აქტიური მარკეტინგული კამპანიები იმართება: აზერბაიჯანში, თურქეთში, უკრაინაში, ყაზახეთში, ბელორუსიაში, ლატვიაში, უნგრეთში, ისრაელში, რუსეთში. ამასთანავე იგეგმება მრავალი პრეს და გაცნობითი ტურები წამყვანი საერთაშორისო ჟურნალისტებისა და ტურ-ოპერატორებისათვის.
2015 წელს საზღვარგარეთ ზაფხულის მარკეტინგული კამპანიებისთვის 8 000 000 ლარი დაიხარჯება.