სამოგზაურო გადაცემა „Russo Turisto“ საქართველოს შესახებ
საქართველოს ტურისტული მიმართულების შესახებ ტელეკომპანია „СТС“-მა კიდევ ერთი გადაცემა მოამზადა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მოწვევით, ზაფხულის კამპანიის ფარგლებში, პოპულარული სამოგზაურო გადაცემის „Russo Turisto“-ს წამყვანებმა აჭარის რეგიონი მოინახულეს. ჟურნალისტებმა დაათვალიერეს ბათუმის ტურისტული ღირშესანიშნაობები, იმყოფებოდნენ მტირალას ეროვნულ პარკში. გადაღების დასრულების შემდეგ საქართველოს შესახებ 24 წუთიანი დოკუმენტური ფილმი მომზდდა. აღსანიშნავია, რომ „Russo Turisto“-ს ზაფხულის სეზონის პირველი გადაცემა სწორედ აჭარის ტურისტული პოტენციალის გაშუქებას დაეთმო. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მოწვევით „Russo Turisto“-ს გადამღები ჯგუფი საქართველოში რამდენიმე თვის წინაც იმყოფებოდა, მაშინ ჟურნალისტებმა ზამთრის ტურისტულ სეზონთან დაკავშირებით გადაცემა მოამზადეს. ტელეკომპანია “СТС” რუსეთის გარდა მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში მათ შორის ევროკავშირსა და აშშ-ში მაუწყებლობს. ტელეკომპანიას 120 მილიონზე მეტი მაყურებელი ჰყავს.
სტატისტიკური მონაცემებით, 2016 წლის 3 თვეში რუსეთიდან საქართველოს 144764 საერთაშორისო მოგზაური ეწვია. რაც 16.7%-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.