სამთო ტურიზმის კონგრესი ანდორაში
საქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტების პოტენციალს ანდორაში სამთო ტურიზმის კონგრესზე გაეცნენ. ანდორის მე-9 საერთაშორისო კონგრესს საქართველოდან ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე და მთის კურორტების განვითარების კომპანიის დირექტორი ალექსანდრე ონოფრიშვილი დაესწრნენ. კონგრესს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან 400 დელეგატი დაესწრო. ქართული დელეგაცია საერთაშორისო კონგრესზე ერთ-ერთი მთავარი მომხსენებელი იყო. კონგრესზე გუდაურის,ბაკურიანის, გოდერძის და მესტიის სამთო-სათხილამურო კურორტების შესახებ პრეზენტაცია მოეწყო. სამთო ტურიზმის მსოფლიო კონგრესი ანდორაში 1998 წლიდან ტარდება. 2017 წელს საქართველო ევროპისა და აზიის სამთო კურორტების კონფერენციას უმასპინძლებს, რომელიც გაერო-ს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ეგიდით გაიმართება.