სამთო-საფეხმავლო ბილიკები რაჭაში
საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ქვეყნის მასშტაბით სამთო-საფეხმავლო ბილიკების ქსელის შექმნის პროექტზე მუშაობას აგრძელებს. პროექტი 5 წლიანია და მოიცავს რამდენიმე ეტაპს.
პროექტის ფარგლებში 2016 წელს შეიქმნა პირველი სამთო-საფეხმავლო ბილიკების მონიშვნის ეროვნული სტანდარტი.
ამ ეტაპისთვის უკვემოკვლეულია : რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთის, სამეგრელო-ზემო სვანეთის, სამცხე-ჯავახეთის, მცხეთა-მთიანეთის, გურიის, იმერეთის რეგიონები; ასევე მიმდინარეობს ქვემო და შიდა ქართლების კვლევა.დასრულებულიაზემო სვანეთის ბილიკების და მათ შორის მთიან სამეგრელოსთან დამაკავშირებელი ბილიკების მონიშვნა.
მიმდინარეობს რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო-სვანეთის ასევე მთიანი სამეგრელოს მარშრუტების მონიშვნა. საერთო ჯამში წლის ბოლოს გვექნება 600 კილომეტრამდე მონიშნული ბილიკების ქსელის ნაწილი. პროექტი კიდევ 2-3 წელს გაგრძელდება და მოიცავს მთელს ქვეყანას.რაჭაში მიმდინარე სამუშაოები ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა დაათვალიერა.