საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, საქართველოში საბერძნეთიდან ტუროპერატორები და ჟურნალისტები ჩამოვიდნენ. საინფორმაციო ტურის ფარგლებში ჯგუფის წევრებმა უკვე მოინახულეს ბათუმი, ქუთაისი, წყალტუბო, გორი, მცხეთა, წინანდალი და თბილისი. ბერძენ ტუროპერატორებს და ჟურნალისტებს საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე შეხვდა. ბერძენმა ტუროპერატორებმა ქართველ კოლეგებთან გაცვალეს კონტაქტები და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.
ბერძენი ტუროპერატორები დაინტერესებულები არიან საკუთარ მომხმარებლებს საქართველოს ტურისტული პაკეტები შესთავაზონ.
https://www.youtube.com/watch?v=DL-8-KJMHZA