„სად უნდა წავიდეთ“ამ სათაურით Bloomberg საქართველოს შესახებ ვრცელ სტატიას აქვეყნებს
გავლენიანი მედიასაშუალება Bloomberg ვრცელ სტატიაში მკითხველს საქართველოში მოგზაურობას ურჩევს და ქვეყნის სხვადასხვა კუთხეს აღწერს. სტატიაში წარმოდგენილია ტურისტული ადგილების, ქართული კერძების და ღვინის ამსახველი ფოტოგალერეა.
საქართველოს შესახებ სტატია Bloomberg-მა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან თანამშრომლობით მოამზადა.
„საქართველო უძველესი აბრეშუმის გზის მნიშვნელოვან სავაჭრო მარშრუტზე მდებარეობს, რომელიც ერთმანეთს აღმოსავლეთს დასავლეთთან აკავშირებს, დღეს საქართველო ვიზიტორებს მრავალფეროვან და დაუვიწყარ თავგადასავლებს სთავაზობს.
სამხრეთ კავკასიონის კალთებზე ტურისტებს ლაგოდეხის ეროვნულ პარკში შეუძლიათ ლაშქრობა. მოგზაურებს შეუძლიათ ეწვიონ თვალწარმტაც ქუთაისს, უმშვენიერეს თბილისს, რომელიც გამორჩეულია ღამის ცხოვრებით და მდიდარი კულტურით. თქვენს სამოგზაურო სიაში აუცილებლად უნდა მოხვდეს ვარძია, ეს არის ქალაქი გამოქვაბულში.
გერგეთი სამება, მყინვარწვერთან მდებარე ტაძარი. ეს არის ადგილი, რომელიც ქვეყნის მდიდარი ლანდშაფტის დინამიურ სილუეტს ქმნის.“
სტატიის ავტორი მკითხველს ხაჭაპურის და ხინკლის დაგემოვნებას ურჩევს .სტატიაში საუბარი ქართველების ხასიათზეც არის.
„ საქართველოს უდიდეს მრავალფეროვნებას ქმნის კულტურული საზოგადოება. ეს არის მხიარული, მეგობრული, ამაყი, მაგრამ უბრალო ხალხი. საქართველო არის როგორც ტრადიციული ასევე მოდის მიმდევარი. თბილისი გამორჩეულია ფერადი სახლებით, გუმბათოვანი გოგირდის აბანოებით, ნეო-მავრიტანული სტილის ოპერის სახლით, თანამედროვე მშვიდობის ხიდით.“
სტატიაში აღწერილი საქართველოს სხვადასხვა ქალაქი:
„ბათუმი ეს არის საზღვაო ქალაქი კაფე-ბარებით, ძველი ელეგანტური შენობებით, აქ არის ევროპის მოედანი, თანამედროვე ანბანის კოშკი, ალი და ნინოს ძეგლი.
მცხეთა UNESCO-სმსოფლიოს კულტურული მემკვიდრეობის ადგილად არის გამოცხადებული. ერთდროს აღმოსავლეთ საქართველოს სამეფოს დედაქალაქი გარშემორტყმულია ციხე-სიმაგრეებითა და მონასტრებით. „
სტატიაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ქართულ ღვინოს, მის 8 ათასწლოვან ისტორიას და დამზადების წესებს.
„საქართველოში ვაზის 500-ზე მეტი სახეობაა. კლიმატური პირობებით, მთებით, ბუნებრივი წყლებით და მინერალებით მდიდარი მდინარეებით გარშემორტყმული ვენახები ქართულ ღვინოს განსაკუთრებულ რეპუტაციას ანიჭებენ.
ქვევრი UNESCO-ს კულტურული მემკვიდრეობის სიაშია შესული, როგორც ღვინის დამზადების უწყვეტი ტრადიცია.“ წერს Bloomberg-ის ჟურნალისტი ჯოანა ფეიტონი.
საქართველოს შესახებ Bloomberg-ზე ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ მასშტაბური კამპანია დაიწყო.
სარეკლამო კამპანია Bloomber-ის მრავალმილიონიან აუდიტორიას ევროპაში, ახლო აღმოსავლეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს ტურისტულ პოტენციალს გააცნობს.
ტელეკომპანია Bloomberg-ს მსოფლიოს 70-ზე მეტ ქვეყანაში 433 მილიონი მაყურებელი ჰყავს.
https://sponsored.bloomberg.com/news/sponsors/features/georgia-national-tourism-administration/emotions-are-georgia/?adv=21561&prx_t=nKEEAAAAAAFEANA&prx_ro=s&fbclid=IwAR3ljPUeXvduECrVWhbfHxMwqnRTIUoGrF4Kw_YNr-rIOirmFrsz19zs99U