„საგადასახადო კოდექსი და ფინანსური ანგარიშგების“ კურსები
მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების ხელშეწყობის და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ტრენინგებს აგრძელებს. საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში მდებარე განთავსების ობიექტების თანამშრომლებს „საგადასახადო კოდექსი და ფინანსური ანგარიშგების“ შემსწავლელი კურსები უტარდებათ. ტრენინგი თბილისში, თელავში, ლაგოდეხში, ქუთაისსა და გორში არსებული განთავსების ობიექტების მომსახურე პერსონალისთვის იმართება. პირველ ეტაპზე ტრენინგს 55 ადამიანი ესწრება.