პრესტური open air 2015 tbilisi
საქართველოში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მოწვევით აზერბაიჯანიდან, უკრაინიდან და რუსეთიდან ჟურნალისტები იმყოფებიან. ტელეკომპანია „дождъ“ ის, აზერბაიჯანული გაზეთი ,,ეხო“ -სა და უკრაინული ტელელომპანია 1 + 1 – ის წარმომადგენლები მუსიკალურ ფესტივალს ,,Open Air“-ს ესწრებოდნენ. მედიის წარმომადეგნლები ათვალიერებენ თბილისსა და მცხეთასაც. ჟურნალისტებს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძეც შეხვდა- მისი განცხადებით ადმინისტრაცია მხარს უჭერს ფესტივალებსა და ღონისძიებებს რაც აქ ტარდება და ცდილობს მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრში მუდმივად ფიგურიებდეს საქართველო, რათა გაიზარდოს ჩვენი ქვეყნის პოპულარიზაცია და იმიჯი.