რუსი ჟურნალისტები საქართველოს ტურისტულ მიმართულებებს გაეცნენ. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, რუსეთის ბეჭდვითი და ელექტრონული მედიის წარმომადგენლებისათვის პრესტური მოეწყო. 25 ჟურნალისტი საქართველოში 21 მაისიდან 27 მაისის ჩათვლით იმყოფებოდა. მედიის წარმომადგენლები ქუთაისს, წყალტუბოს, ბორჯომს, გორს, სიღნაღს, წინანდალს, ყვარელს ეწვივნენ, პრესის წარმომადგენლებმა დაათვალიერეს თბილისისა და მცხეთის ისტორიული უბნები. ტურის განმავლობაში ძირითადი აქცენტი სამედიცინო და კულტურულ ტურიზმზე გაკეთდა. ჟურნალისტებს კახეთში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე შეხვდა. მედიის წარმომადგენლებმა გიორგი ჩოგოვაძესთან ერთად პური გამოაცხვეს და ჩურჩხელა ამოავლეს, ადგილობრივ მარანში კი ღვინო დააგემოვნეს. რუსეთში დაბრუნების შემდეგ ჟურანლისტები საქართველოს ტურისტული პოტენცილიას შესახებ სტატიებს მოამზადებენ.