პრესტური რუსეთიდან
საქართველოს რუსი ჟურნალისტები და ფოტოგრაფები სტუმრობენ. რუსეთში პოპულარული ბეჭდვითი და ელექტრონული მედიის წარმომადგენლები საქართველოს ტურისტული პოტენციალის გასაცნობად ჩამოვიდნენ. პრესტური ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით მოეწყო, ტურისფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება სამთო-სათხილამურო კურორტებისა და მათ ახლოს მდებარე ტურისტული მიმართულებების შესახებ გამახვილდა. რუსეთის მედიასაშუალებების 12-მა წარმომადგენელმა უკვე დაათვალიერა თბილისი, მცხეთა, გუდაური, ყაზბეგი, ბორჯომი, ბაკურიანი და ვარძია. ჟურნალისტებს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე შეხვდა. ძველი თბილისის ქუჩების დათვალიერებისას ადმინისტაციის ხელმძღვანელთან ერთად მედიის წარმომადგენლები რეჟისორ რევაზ გაბრიაძეს გაესაუბრნენ.