EMITT-2015-ის გამოფენაზე ნომინაციაში საუკეთესო შოუ აჭარის ფოლკლორული ჯგუფი დასახელდა, საქართველოს დელეგაციას კი სიგელი გადაეცა.
„East Mediterranean International Tourism and Travel Exhibiton” თურქეთში 19 წელია იმართება. 4–დღიან გამოფენას 60-მდე ქვეყნის წარმომადგენელი დაესწრო. გამოფენას 130 000-მდე ტურიზმის სფეროს პროფესიონალი თუ მოგზაურობით დაინტერესებული ვიზიტორი ესტუმრა. მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდეს ტურისტულ გამოფენაში საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი, ქუთაისის მერია, “ლიბერთი ჯორჯია“ და „დივანი.“ მონაწილებოდა.
თურქეთი საქართველოსთვის ერთ-ერთ მიზნობრივ ტურისტულ ბაზარს წამოადგენს და საქართველოში შემომავალი ვიზიტორების რაოდენობის მიხედვით პირველ ადგილზეა. 2014 წელს, საქართველოს თურქეთიდან 1 435 822 საერთაშორისო მოგზაური ესტუმრა.