პრესტური კულტურისა მოდის ჟურნალისტებისთვის
მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მაღალრეიტინგული ჟურალებისა და ინტერნეტგამოცემების ჟურნალისტები საქართველოს ტურისტულ პოტენციალს გაეცნენ. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და მეწარმოების განვითარების სააგენტოს ორგანიზებით, სხვადასხვა ქვეყნებიდან, მათ შორის დიდი ბრიტანეთიდან, საფრანგეთიდან, იტალიიდან, უკრაინიდან 20 ჟურნალისტისა და ბლოგერისათის პრესტური მოეწყო.
პრესტური სპეციალურად თბილისში მიმდინარე მოდის კვირეულს დაემთხვა. პრესტურის ფარგლებში W Magazine-ის Vogue-ის NowFashion-ის და სხვა ცნობილი ჟურნალების წარმომადგენლებმა თბილისის ისტორიული და ტურისტული ადგილები დაათვალიეს . უცხოელ ჟურანლისტებს ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე შეხვდა. ჟურნალისტები საქართველოში 8 ოქტომბრიდან 11 ოქტომბრის ჩათვლით იმყოფებოდნენ და სხვადასხვა კულტურულ ღონისძიებს დაესწრნენ.