ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით საქართველოს ევროკავშირის ქვეყნებიდან ჟურნალისტები ეწვივნენ. სხვადასხვა გამოცემების წარმომადგენლებისთვის კახეთში მედიატური მოეწყო. უცხოელმა ჟურნალისტმა მარნები, ღვნის ქარხნები დაათვალიერეს. მათ შორის კახური ტრადიციული მეღვინეობის ქარხანა, რომელიც გურჯაანის მუნიციპალიტეტში მდებარეობს. უცხოელი ჟურნალისტებითვის ღვინის და ტრადიციული კერძების დეგუსტაცია მოეწყო. პრესტურის ფარგლებში ევროპელ ჟურნალისტებს ტურიზმის ეროვნული ადმინისტაციის ხელმძღვანელი შეხვდა, გიორგი ჩოგოვაძემ მედიის წარმომადგენლებს საქართველოს ტურისტული პოტენციალი გააცნო.