პრესტური იმერეთში
ეკონომიკის სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პროექტი ,,გაიცანი საქართველო“ გრძელდება. შიდა ტურიზმის პოპულარიზაციის მიზნით მორიგი პრესტური იმერეთში მოეწყო.
სხვადასხვა მედიასაშუალებების 20-ზე მეტი ჟურნალისტი საჩხერის და ჭიათურის მუნიციპალიტეტებს ეწვია. ჟურნალისტებმა საჩხერის ჩრდილოეთით მდებარე ფეოდალური ხანის ციხე-სიმაგრე „მოდიმნახე“ მოინახულეს. ეწვივნენ აკაკი წერეთლის სახლ-მუზეუმს სოფელ სხვიტორში. დაათვალიერეს ვართაგავების ღვინის მარანი, სადაც ქვევრის ღვინის დეგუსტაცია გაიმართა, მოინახულეს ძუძუანას მღვიმე, დაათვალიერეს XIII საუკუნის ძეგლი მღვიმევის დედათა მონასტერი, ასევე ეწვივნენ კაცხის ტაძარსა და სვეტს. საჩხერის მუნიციპალიტეტში მედიის წარმომადგელები ერთმანეთს თევზაობაში შეეჯიბრნენ.