თუ ბრძანდებით მოქმედი გიდი კულტურული ტურიზმის მიმართულებით და სურვილი გაქვთ დაეუფლოთ ღვინის გიდის კვალიფიკაციას მოგვმართეთ საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას.
ჩაერთეთ ადმინისტრაციის მიერ ორგანიზებულ პროექტში და სრულიად უფასოდ გაიარეთ სასწავლო კურსი „ღვინის გიდი“
სწავლება ითვალისწინებს შემდეგი თემატიკის შესწავლას:
 ღვინის და ვაზის ისტორია
 ღვინის კლასიფიკაცია
 ალკოჰოლის წარმოშობა
 ადგილწარმოშობის , მხარის და სუფრის ღვინოები, რეგიონების მიხედვით
 ღვინის არომატები და დაავადებები
 ღვინისტურისდაგეგმვისსპეციფიკა
 ღვინის დაყენება და მათი მეთოდები
 სწორი დაგემოვნების უნარ-ჩვევები
 ყურძნისეული პროდუქტები
 ცქრიალა ღვინოები, დამზადების ტექნოლოგია და წარმოშობის ისტორია
 რა არის დეგუსტაცია, დეგუსტაციის მნიშვნელობა, მართვა, დაგეგმვა და სერვირება
სასწავლო კურსის ხანგრძლივობა: 6 დღე. პერიოდი: 12,13,14 და 19,20,21 ივნისი
ტრენინგ კურსის დასრულების შემდეგ წარმატებული მსმენელს გადაეცემა შესაბამისი სერთიფიკატი.
თეორიული სწავლების დასრულების შემდეგ მონაწილეებისათვის გაკეთდება 1 დღიანი პრაქტიკული კურსი კახეთის რეგიონში.
კურსის ღირებულება: ტრენინგ კურსთან დაკავშირებული ყველა ხარჯის ანაზღაურებას უზრუნველყოფს საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია.
სასწავლო კურსის მონაწილე უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:
– ქონდეს გიდად მუშაობის 5 წლიანი გამოცდილება;
– ფლობდეს რომელიმე უცხო ენას.
სასწავლო კურსში მონაწილეობის მიღების მსურველებმა, გთხოვთ მოცემულ ელ-ფოსტის მისამართზე: n.meburishvili@gnta.geგამოაგზავნოთ შემდეგი ინფორმაცია:
– კანდიდატის CV;
– უცხო ენოვან ჯგუფებთან გიდად მუშაობის 5 წლიანი გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი (ტურისტული კომპანიის/ების სარეკომენდაციო წერილი)
– უცხო ენების ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი (ასეთის არსებობის შემთხვევაში)
გთხოვთ ელ-ფოსტის “subject” ველში მიუთითოთ ტრენინგის დასახელება. წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
სასწავლო კურსის მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
გისურვებთ წარმატებას!
დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით:
საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია
მის.: ქ. თბილისი 0105, სანაპიროს ქ. #4.
ელ-ფოსტა: n.meburishvili@gnta.ge
საკონტაქტო პირი – ნატო მებურიშვილი
ტელ: 595 155 994.