პრესტური იაპონიიდან
ეკონომიკის სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, პოპულარული იაპონური გამოცემისა და სამაუწყებლო კომპანიის ჟურნალისტები საქართველოში იმყოფებიან. მედიის წარმომადგენლებმა უკვე მოინახულეს თბილისი, წინანდალი, ყვარელი, სიღნაღი, მცხეთა, ბათუმი, მესტია, გორდი, წყალტუბო, და ფოთი. ჟურნალისტები გადაცემებსა და სტატიებს საქართველოს საინვესტივიო და ტურისტულ პოტენციალსა და მდიდარ კულტურულ მემკვიდრეობაზე მოამზადებენ. გიორგი ჩოგოვაძის განცხადებით პრეს – ტურების ორგანიზებას ტურიზმის ადმინისტრაცია მთელი წელი ახორციელებს, წელს 8 თვის განმავლობაში 74 პრეს ტური ჩატარდა და საქართველოში სხვადასხვა ქვეყნიდან 434 ჟურნალისტი იმყოფებოდა.