თურქეთის ერთ-ერთი ყველაზე მაღალრეიტინგული ტელეკომპანია საქართველოს შესახებ გადაცემების ციკლს ამზადებს. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, თურქული მე-7 არხის სამოგზაურო პროგრამის „Dünyayı Geziyorum” გადამღები ჯგუფი საქართველოს ეწვია. სამოგზაურო გადაცემას 10 მილიონზე მეტი მაყურებელი ჰყავს, გადაცემის წამყვანი ცნობილი მსახიობი ოზლემ თუნჯა შვილთან ერთად სხვადასხვა ქვეყნებში მოგზაურობს და მაყურებელს ტურისტულ ღირსშესანიშნაობებს აცნობს. თურქ ჟურნალისტებს აბანოთუბანში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ უმასპინძლა და სტუმრებს თბილისის ღირსშესანიშნაობები გააცნო. პრესტურის ფარგლებში თურქმა ჟურნალისტებმა თბილისისა და მცხეთის ისტორიული დაათვალიერეს. გადამღები ჯგუფის წევრები ესტუმრნენ სიღნაღს. აღმოსავლეთ საქართვლოში მოგზაურობის დაწყებამდე თურქი ჟურნალისტები აჭარაში იმყოფეობდნენ და ბათუმის შესახებ 43 წუთიანი სიუჟეტი მოამზადეს, მომდევნო გადაცემა თბილისს მიეძღვნება.