ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის
ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზიებით საქართველოს თურქეთის
ერთ-ერთი ყველაზე რეიტინგული ტელეკომპანიის “TRT” არხის
ჟურნალისტები ეწვივნენ. სამოგზაურო პროგრამის „Evliya Celebi Guide
to World Cities” გადამღები ჯგუფის წევრებმა საქართველოს სხვადასხვა
რეგიონში იმოგზაურეს და ტურისტულად მიმზიდველი ადგილები
გადაიღეს. თურქი ჟურნალისტები საქართველოს ტურისტული
მიმართულების, ქვეყნის კულტურის და ეროვნული კერძების შესახებ
ვრცელ სიუჟეტებს მოამზადებენ, გადაცემას საქართველოს შესახებ
თურქეთში რამდენიმე მილიონი ადამიანი იხილავს. სამოგზაურო
გადაცემის წამყვანია ევლია ჩელები, რომელიც 2011 წელს UNESCO- მ
წლის ადამიანად აღიარა. ცნობილ ჟურნალისტს და პრესტურის სხვა
მონაწილეებს თბილისში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრახიის
ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე შეხვდა.