პრესტური თურქეთიდან
თურქეთის საზოგადოებრივი მაუწყებელი “TRT” საქართველოს შესახებ გადაცემას ამზადებს. თურქი ჟურნალისტები საქართველოში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით იმყოფებიან. პრესტურის ფარგლებში თურქეთის ერთ-ერთი ყველაზე მაღალრეიტინგული “TRT”-ს სამოგზაურო პროგრამის ”Gulhanin galaxy rehberi “-ის გადამღები ჯგუფის წევრებმა ერთი კვირის განმავლობაში საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში იმოგზაურეს, დაათვალიერეს თბილისის, მცხეთის, ყვარლისა და სიღნაღის ღირსშესანიშნაობები. TRT-ს სამოგზაურო პროგრამა ყოველ პარასკევს საღამოს ეთერით გადაიცემა და 40 წუთი გრძელდება. საქართველოს ტურისტული მიმართულებების შესახებ გადაცემას თურქეთში ათეულობით მილიონი ადამიანი იხილავს.
სტატისტიკური მონაცემებით, 2016 წლის 3 თვეში თურქეთიდან საქართველოს 273532 საერთაშორისო მოგზაური ეწვია, ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 4,4%-ით მეტია.