ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით საქართველოს ესტონეთის ერთ-ერთი ყველაზე მაღალრეიტინგული ტელეკომპანიის ETV | ERR პოულარული სამოგზაურო პროგრამა ‘Travel With Me”-ის გადამღები ჯგუფი ეწვია. ჟურნალისტები საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ გადაცემას ამზადებენ. ვრცელი სატელევიზიო სიუჟეტები საქართველოს შესახებ ესტონეთის ტელევიზიით 6 და 13 ოქტომბერს გადაიცემა.
პრეტურის ფარგლებში გადამღები ჯგუფის წევრებმა მოინახულეს თბილისი, მცხეთა, ანანური, სტეფანწმინდა, სიღნაღი, ყვარელი და ნაფარეული. ესტონელი ჟურნალისტები გაეცნენ ქართულ კულტურას, კულინარიას და ღვინის დამზადების წესებს.