პოპულარული მოდის ჟურნალი style თბილისის მოდის კვირეულის შესახებ
პოპულარული მოდის ჟურნალი style თბილისის მოდის კვირეულის შესახებ სტატიას ავრცელებს. ავტორი დარია შარაპოვა საქართველოს მოდის ინდუსტრიას აღწერს:
„საქართველო ეს არის პატარა, მაგრამ დიდი ტალანტის მქონე ქვეყანა. აქ მოდის ინდუსტრია ისე სწრაფად ვითარდება, რომ ძნელია ყველა ახალი სახელის დამახსოვრება. ქართველი დიზაინერები ადგილობრივ ბაზარზე პოპულარობას არ ჯერდებიან და ცდილობენ საერთაშორისო წარმატებას მიაღწიონ.„
სტატიაში აღწერილია ქართველი დიზაინერების საქმიანობა რომლებიც როგორც თბილისში ასევე ევროპულ ქალაქებში მოღვაწეობენ.
თბილისის მოდის კვირეული 6-19 აპრილს გაიმართა. მოდის მე-11 კვირეულზე 20-მდე ქართველი დიზაინერის ჩვენება და პრეზენტაცია მოეწყო. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელშეწყობით თბილისის წლევანდელ მოდის კვირეულზე საერთაშორისო გამოცემების წარმომადგენლები დაესწრნენ: მათ შორის: VOGUE იტალია; რუსეთის L’Officiel-ი. Style.com-თვის თბილისს ეწვია ე.წ Street Style ფოტოგრაფი ადამ კაცი. ღონისძიებას ასევე ესტუმრნენ უკრაინის მერსედეს ბენცის მოდის დღეების დამფუძნებელი. აღსანიშნავია, რომ მოდის კვირეულის შესახებ სტატიები ყაზახეთის ELLE-მა, აზერბაიჯანული NARGIS-მა, რუსულმა INTERVIEW-მ და სხვა გამოცემებმა გამოაქვეყნეს.