ოფროუდში მსოფლიო ჩემპიონატის წინა საფინალო ეტაპი RFC Caucasus გაიმართა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მხარდაჭერით და საქართველოს ოფროუდის ფედერაციის ორგანიზებით, ოფროუდში მსოფლიო ჩემპიონატის წინა საფინალო ეტაპი RFC Caucasus გაიმართა. შეჯიბრი თბილისთა ახლოს, ჭილისტბასთან მოეწყო. ტურნირში საქართველოსთან ერთად უკრაინის, აზერბაიჯანის, სომხეთის, რუსეთის, თურქეთისა და ირანის ეკიპაჟებმა მიიღეს მონაწილეობა. შეჯიბრი 3 კატეგორიაში Modified, Promodified და Proto გაიმართა. თითო კატეგორიაში 15-20 მონაწილე ასპარეზობდა. საქართველოს ოფროუდისფედერაცია 2007 წლიდან ატარებს სხვადასხვა ტიპის ოფროუდ შეჯიბრებს. ფედერაციის მიერ ორგანიზებული ყველა შეჯიბრი საერთაშორისო მნიშვნელობისაა.