ნიამორი გუდაურში
გუდაურში წელს რიგით მეთორმეტე მედია-სათხილამურო ტურნირი ნიამორი გაიმართა. მედია-სათხილამურო ტურნირი ნიამორი, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს, მთის კურორტების განვითარების კომპანიის, სათხილამურო ფედერაციისა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით გაიმართა.
ტურნირში 14 მედია საშუალების 30-ზე მეტი წარმომადგენელი მონაწილეობდა. ერთ-ერთი საუკეთესო შედეგი საზოგადოებრივი მაუწყებლის გუნდმა აჩვენა. მოამბის თანამშრომლები ირაკლი ბრეგვაძე და ლაშა მიქაძე მეორე და მესამე ადგილებზე გავიდნენ. პირველი ადგილი გურამ ხუციშვილმა დაიკავა.