მოხალისეების გადამზადება
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ყოველწლიურ შეხვედრასთან დაკავშირებით ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ მოხალისეები გადაამზადა. ღონისძიების ფარგლებში 100-ზე მეტ სტუდენტსა და სკოლის მოსწავლეს “მომსახურების უნარ-ჩვევებსა და სერვის +“-ში ტრენინგი ჩაუტარდა. 13-15 მაისს დაგეგმილ ღონისძიებასთან დაკავშირებით მოხალისეები სტუმრებს აეროპორტსა და განთავსების ობიექტებზე დახვდებიან. ტრენინგიების დასრულების შემდეგ ადმინისრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ კურსდამთავრებულებს სერთიკატები გადასცა.
კურსი მოიცავს შემდეგ თემატიკას.
• სტუმარ-მასპინძლობის სტანდარტები
• მომსახურების ხარისხი
• ქცევა, ჩაცმულობა, დისციპლინა და ა.შ.
• მომსახურების მიწოდება და სერვისი
• მომსახურების სფეროს უნარ-ჩვევებისა და წესების შესწავლა
• ეფექტური კომუნიკაცია
• ვერბალური კომუნიკაცია
• ეფექტური მომსახურება