მე-6 000 000 ტურისტის კლიპი კანის ფესტივალის გამარჯვებული
მე-6.000.000 ტურისტის შესახებ გადაღებული ვიდეორგოლი კანის ლომების ფესტივალზე ვერცხლის და ბრინჯაოს ლომის მფლობელი გახდა.
კლიპის გადაღება საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინიციატივით განხორციელდა, რომელიც საქართველოში მე-6.000.000 ტურისტის შემოსვლას ეძღვნება.
საქართველოში 2016 წელს რეკორდული რაოდენობის ტურისტი ჩამოვიდა. ეს არის პირველი წელი საქართველოს ისტორიაში, როდესაც ქვეყანაში 6 მილიონზე მეტი საერთაშორისო მოგზაური შემოვიდა. სწორედ ამ მოვლენის აღსანიშნავად მოხდა კლიპის გადაღება.
ქართული სააგენტოების წარმატებას კანის კრეატიულ ფესტივალზე კიდევ ორი ლომი დაემატა. Windfor’s-ის ნამუშევარმა Dinner With Georgia ფესტივალზე, PR-ის კატეგორიაში, ერთი ვერცხლი და ერთი ბრინჯაო მოიპოვა! ესაა პირველი ვერცხლის ლომი ქართულ სარეკლამო ინდუსტრიაში!
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ულოცავს Windfor’s-ს ამ გამარჯვებას და წარმატებებს უსურვებს მომდევნო პროექტებში.