მესტიაში ზაფხულის სეზონი გახსნა
10 ივნისს, მესტიაში, ზაფხულის ტურისტული სეზონი ოფიციალურად გაიხსნა.
თეთნულდის სათხილამურო კურორტზე 10 ივნისს პირველად მთის კურორების განვითარების კომპანიის ორგანიზებით ბორის კახიანის სახელობის შეჯიბრი გაიმართა, რომელიც ყოველწლიურ ხასიათს მიიღებს და ზაფხულში ჩატარდება.
შეჯიბრში მონაწილეობა მიიღეს, როგორც პროფესიონალმა მოთხილამურეებმა ასევე მოყვარულებმა. საბაგიროები მთელი დღის განმავლობაში ჩართული იყო უფასოდ და ნებისმიერ მსურველს შეეძლო სრიალი. ღონისძიებას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარბის მინისრი გიორგი გახარია ესწრებოდა.
შუადღიდან კი ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, საზეიმო ღონისძიებები უკვე სეტის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართა.
ღონისძიების ძირითად მიზანს წარმოადგენს სვანეთის რეგიონის ტურისტული რესურსისა და პროდუქტის პოპულარიზაცია.
ტერიტორიაზე წარმოდგენილი იყო სვანური სამზარეულოს კუთხე. სხვადასხვა დეკორაციით გაწყობილ მაგიდაზე ტრადიციული სამზარეულო, აქვე გაიმართა სვანური ელარჯის „თაშმიჯაფის“ დამზადების მასტერკლასი.
მოეწყო სვანეთის ძველი და ახალი სურათების გამოფენა; მთელი ღონისძიების განმავლობაში ტერიტორიაზე განთავსებული ფოტო-სტენდთან ”გაცოცხლებული ისტორია” შესაძლებელი იყო სურათების გადაღება.
დღის განმავლობაში, პარალელურ რეჟიმში გაიმართა სხვადასხვა თეატრალიზებული წარმოდგენები და მუსიკალური პერფორმანსები.
სეტის ტერიტორიაზე საღამოს კონცერტი ჩატარდა. აქვე გამოყოფილი იყო სივრცე ცხელი სასმელებისთვის, სადაც ღონისძიების სტუმრებს ბარმენები გაუმასპინძლდნენ.