სალაშქრო სეზონი ოფიციალურად გაიხსნა. ალგეთის ეროვნული პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე 2 ათას კაციანი ბანაკი მოეწყო. ღონისძიება მოლაშქრეთა ეროვნულმა ფედერაციამ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მხარდაჭერით მოაწყო. ღონისძიების პარტნიორები არიან: სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი.
3 დღის განმავლობაში ლაშქრობის მონაწილეებმა სხვადასხვა გასართობ და შემეცნებით აქტივობაში მიიღეს მონაწილეობა. გაიმართა სპროტის სხვადასხვა სახეობაში შეჯიბრი, მოეწო შოუები და გათამაშებები.