მედია ლამპრობა
საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციასა და თბილისის სამთო, სათავგადასავლო და ექსტრემალური ფილმების ფესტივალი “ნიამორის” ორგანიზებით სვანეთში სათხიმალურო მედია ტურნირი გაიმართა. ტურნირში მონაწილეობა მედიის 50-მდე წარმომადგენელმა მიიღო. სათხილამურო ტურნირი ჰაწვალის სათხილამურო კურორტზე გაიმართა. შეჯიბრების თანაორგანიზატორები მესტია სქი-რეზართი და მესტიის მუნიციპალიტეტია.
ვაჟებს შორის შეჯიბრში პირველი ადგილი “პალიტრა TV-სა” და
რადიო “პალიტრის” თანამშრომელმა ირაკლი გორდელაძემ მოიპოვა. II ადგილზე “ჯი დი ეს”-ის წარმომადგენელი კოტე გუნია, ხოლო მესამე ადგილზე რადიო “ფორტუნას” წარმომადგენელი დათუნა აბულაძე გავიდა.
გოგონებში I ადგილი “ჯი-დი-ეს”-ის წარმომადგენელმა ანა ხოსიტაშვილმა დაიკავა. მეორე ადგილას რადიო „ჯაკოს“ თამანშრომელი მაგდალინა მიკა-გლაზოვა, ხოლო მესამეზე, რადიო „ფორტუნას“ ჟურნალისტი ანა ჭურღულაშვილი გავიდა.
გამარჯვებულებს მაღაზია “მასტერსპორტის” ვაუჩერები, სიგელები და დიპლომები გადასცეს.
ტურნირის დასრულების შემდეგ ადგილობრივმა ფოლკლორულმა ჯგუფმა კონცერტი გამართა. „რიჰოს“ მიერ გამართულ ფერხულში, „ლამპრობის“ სიმბოლოს – დანთებული კოცონის ირგვლივ ჟურნალისტებმა და შეკრებილმა სტუმრებმაც მიიღეს მონაწილეობა.