✔️ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პროექტის ფასდაკლების კვირეულის ფარგლებში აჭარაში პრეს-ტური გაიმართა.
✔️ ბათუმში მდებარე სასტუმროების დათვალიერების შემდეგ ჟურნალისტებმა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელთან, მარიამ ქვრივიშვილთან და აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის თავმჯდომარესთან სულხან ღლონტთან ერთად მახუნცეთის ჩანჩქერი დაათვალიერეს.
✔️ მედიის მონაწილეებმა შერვაშიძეების მარანი მოინახულეს სადაც 7 სახეობის ღვინის დეგუსტაცია მოეწყო. პრეს-ტურის მონაწილეები ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ მერისშიც ჩავიდნენ, სადაც ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ჟურნალისტებთან ერთად ადგილობრივი კერძების მომზადებაში მიიღო მონაწილეობა.
✔️„დღეს ჩვენ ვიმყოფებოდით მთიანი აჭარის ულამაზეს ადგილებში, სოფელ მერისში ვეწვიეთ საოჯახო სასტუმროს, რომელმაც 2018 წელს 3 ათასზე მეტ ტურისტს უმასპინძლა, რაც ყველაზე სასიხარულოა მათ ჩვენი მიზნობრივი ბაზრებიდან ესტუმრნენ ტურისტები, მათ შორის ევროკავშირის ქვეყნებიდან, აშშ-დან და ახალი ზელანდიიდანაც კი. ამ საოჯახო სასტუმროში 3 სახის მომსახურებას სთავაზობენ სტუმრებს: ეს არის დაბინავება, ფოლკლორის შესწავლა და კულინარიული კურსები. ჩვენი მიზანია როგორც ამ ოჯახისთვის, ასევე გვერდზე მყოფი სხვა ადგილობრივებისთვის მაქსიმალურად გავზარდოთ ტურისტების რაოდენობა.“