✔️საქართველოს მსოფლიოში ცნობილი მიშლენის ვარსკვლავის მფლობელი რესტორნების ქსელის ლა ტუპინას მფლობელი და შეფ-მზარეულები: ჟან-პიერ ქსირადაკისი და ფრანკ ოდუ ეწვივნენ. მსოფლიოში ცნობილი მზარეულები ქართული სამზარეულოს და გასტრონომიული ტრადიციების გაცნობის მიზნით ჩამოვიდნენ. ისინი საქართველოს პროექტს “Goût de France”-ის ფარგლებში ეწვივნენ. პროექტი საფრანგეთის საელჩოს ორგანიზებით და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მხარდაჭერით ტარდება.

✔️მიშლენის ვარსკვლავის მფლობელი რესტორნების ქსელის ლა ტუპინას მფლობელს და შეფ-მზარეულებს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი და საქართველოში საფრანგეთის ელჩი პასკალ მენიე შეხვდნენ.

✔️“ჩვენ მოხარულები ვართ, რომ საფრანგეთის საელჩოსთან ერთად ვმონაწილეობთ ამ პროექტში. “Goût de France” დაგვეხმარება, რომ ქვეყნის ტურისტული ცნობადობა კიდევ უფრო გავზარდოთ საფრანგეთში, ამ პროექტის შესახებ ინფორმაციას ფრანგული მედია გააშუქებს და იმედი გვაქვს საფრანგეთში უკეთესად გაიცნობენ საქართველოს განსაკუთრებით კი ჩვენი ჩვენს კულინარიას და ღვინოს.”- განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

✔️ ფრანგი შეფ-მზარეულები საქართველოში 24 მარტამდე იმყოფებიან და ქართველ კოლეგებთან ერთად ადგილობრივი პროდუქტის გამოყენებით კერძებს მოამზადებენ, მოინახულებენ სამცხე-ჯავახეთში მდებარე უდესა და ფოკას მონასტრებს, გაეცნობიან ადგილობრივი სამონასტრო კულინარიის ტრადიციას, კახეთში მზარეულები ალავერდის მონასტრის ბერებთან ერთად ქართული პროდუქტით ფრანგულ სადილს მოამზადებენ.

ფრანგული გასტრონომიის მსოფლიო მასშტაბის დღესასწაული “Goût de France საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და შეფ-მზარეულ ალენ დუკასის ინიციატივით შეიქმნა.
#ტურიზმი2019