მარიამ ქვრივიშვილი აბრეშუმის გზის ქვეყნების მინისტრების ფორუმზე
✔️ბერლინში მიმდინარე საერთაშორისო ტურისტული გამოფენის ფარგლებში აბრეშუმის გზის ქვეყნების მინისტრების ფორუმი გაიმართა.
✔️შეხვედრა გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა ზურაბ პოლოლიკაშვილმა გახსნა.
✔️ფორუმში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა მიიღო მონაწილეობა.
✔️ფორუმს ევროპისა და აზიის 34 ქვეყნიდან მინისტრები, ტურიზმის სფეროს წარმომადგენლები და საერთაშორისო ონლაინ პორტალების, მათ შორის Google-ის ხელმძღვანელები დაესწრნენ.
✔️შეხვედრაზე ერთობლივი ტურისტული სტრატეგიის, ცნობადობის გაზრდის, რეგიონებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების, ტურიზმის განვითარების მიმართულებით სოციალური მედიის მნიშვნელობის და ციფრული ტექნოლოგიების ეფექტურად გამოყენების შესახებ ისაუბრეს.
✔️„დღეს ჩვენ აბრეშუმის გზის ქვეყნების წარმომადგენლებს შევხვდით, ფორუმზე ვისაუბრეთ, თუ როგორ შეიძლება ერთობლივი ძალებით განვავითაროთ და გავზარდოთ აბრეშუმის გზის წევრი ქვეყნების ცნობადობა და მოვიზიდოთ მეტი ტურისტი.“-განაცხადა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა.
✔️ აბრეშუმის გზის ქვეყნების მინისტრების შეხვედრა ბერლინში 2011 წლიდან იმართება.