✔️ბერლინში მიმდინარე საერთაშორისო ტურისტული გამოფენის ფარგლებში აბრეშუმის გზის ქვეყნების მინისტრების ფორუმი გაიმართა.

✔️შეხვედრა გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა ზურაბ პოლოლიკაშვილმა გახსნა.

✔️ფორუმში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა მიიღო მონაწილეობა.

✔️ფორუმს ევროპისა და აზიის 34 ქვეყნიდან მინისტრები, ტურიზმის სფეროს წარმომადგენლები და საერთაშორისო ონლაინ პორტალების, მათ შორის Google-ის ხელმძღვანელები დაესწრნენ.

✔️შეხვედრაზე ერთობლივი ტურისტული სტრატეგიის, ცნობადობის გაზრდის, რეგიონებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების, ტურიზმის განვითარების მიმართულებით სოციალური მედიის მნიშვნელობის და ციფრული ტექნოლოგიების ეფექტურად გამოყენების შესახებ ისაუბრეს.

✔️„დღეს ჩვენ აბრეშუმის გზის ქვეყნების წარმომადგენლებს შევხვდით, ფორუმზე ვისაუბრეთ, თუ როგორ შეიძლება ერთობლივი ძალებით განვავითაროთ და გავზარდოთ აბრეშუმის გზის წევრი ქვეყნების ცნობადობა და მოვიზიდოთ მეტი ტურისტი.“-განაცხადა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა.

✔️ აბრეშუმის გზის ქვეყნების მინისტრების შეხვედრა ბერლინში 2011 წლიდან იმართება.