მაისში ვიზიტორების რაოდენობა 14,7 %-ით გაიზარდა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ სპეციალურ პრესკონფერენციაზე მაისის თვის სტატისტიკური მონაცემები შეაჯამა:
2015 წლის მაისის თვეში საქართველოს 454 545 საერთაშორისო ვიზიტორი ეწვია, ზრდა 2014 წლის იგივე პერიოდის მაჩვენებელზე 14,7 %-ია.
მათ შორის:
24 საათი და მეტი – 164 690 ვიზიტი (ზრდა წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან 5%);
რაც შეეხება 2015 წლის ხუთი თვის მონაცემებს, საქართველოს 1 835 545 საერთაშორისო ვიზიტორი ეწვია. ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან 2%-ია.
მათ შორის:
ა) 24 საათი და მეტი – 656 068 ვიზიტი ( წილი 35,7%, კლება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან – 3%);
ბ) ტრანზიტი – 405 208 ვიზიტი (წილი 22,1%, ზრდა წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან 21%);
გ) სხვა – 774 269 ვიზიტი (წილი 42,2%, კლება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან -1,3%).
2015 წლის მაისშიც ყველაზე მეტი ვიზიტი კვლავ თურქეთიდან (+0,5%), აზერბაიჯანიდან (+8,7%), სომხეთიდან (+33%), რუსეთიდან (+42,5%) და უკრაინიდან (-5,8%) განხორციელდა. ასევე, პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნების მიმართულებიდან, საიდანაც საქართველოში ჩამოსვლების რაოდენობის ზრდის კუთხით, იანვარ-მაისშიც გამოირჩნენ ლიტვა, გერმანია, ჩეხეთი, დიდი ბრიტანეთი და ნიდერლანდები (შესაბამისად 44%, 27%, 26%, 24% და 14%), შუა აზიის ქვეყნებიდან უზბეკეთი (104%) და ყაზახეთი (29%), აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან – ბელორუსიის და მოლდოვას მოქალაქეები 42% და 43%–იანი, ხოლო ცენტრალური აზიის ქვეყნებიდან – არაბათა გაერთიანებული საემიროები 639 %-იანი მატებით. აქვე აღსანიშნავია ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეების 15%-იანი ზრდა.