კაიაკინგი გურიაში
გურიაში კაიაკინგის საერთაშორისო ტურნირი გაიმართა. ოზურგეთთან ახლოს მდინარე ბჟუჟზე ექსტრემალური შეჯიბრი „BZHUZHA RACE” გაიმართა. სპორტული ღონისძიება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისმხარდაჭერით და გურიის სამხარეო ადმინისტრაციის, ქალაქ ოზურგეთის მერიის და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ორგანიზებით მოეწყო.
საერთაშორისო ტურნირში 10 ქვეყნიდან 70მდე სპორტსმენი მონაწილეობდა. მათ შორის საქართველოს, გერმანიის, პოლონეთის, უკრაინის და რუსეთის წარმომადგენლები.
შეჯიბრი 5 სხვადასვა დისციპლინაში გაიმართა. მონაწილეებს მდინარე ბჟუჟას რთული მონაკვეთების გადალახვა მოუწიათ. გამარჯვებულები ჯამური ქულების შედეგად გამოვლინდნენ. მთავარი პრიზი ახალი კაიაკი – exo rexy , ასევე სხვადასხვა სპონსორების მიერ დაწესებული აღჭურვილობა იყო.