ირანიდან საერთაშორისო მოგზაურების რაოდენობა მნიშვნელოვნად იზრდება. 2016 წლის ცხრა თვის მონაცემებით ვიზიტორების რაოდენობამ აღნიშნული ქვეყნიდან 120,182 შეადგინა, ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით +513%-ია, რაოდენობრივი ზრდა კი +100,581 ვიზიტით განისაზღვრა. რაც შეეხება მიმდინარე წლის სექტემბრის თვეს იგივე მაჩვენებელმა  28,926 შეადგინა, რაც +571,9%-ით (+24,621) აღემატება წინა წლის ანალოგიურ პერიოდს. ბოლო თვეების მონაცემებით საქართველოში შემოსული მოგზაურების რაოდენობის  მიხედვით ირანი მეექვსე ქვეყანაა ტოპ 15 ქვეყანას შორის და მისი წილი ჯამურ რაოდენობაში ზრდას განაგრძობს.

ირანი
პერიოდი 2008 2009 2010 2011 2012 2013 2014 2015     2016      9 თვე
საერთაშორისო მოგზაურების რაოდენობა 7,710 7,163 16,585 49,896 75,368 70,171 44,972 19,601 120,182

ირანიდან ვიზიტორების ზრდის მნიშვნელოვან ფაქტორს ვიზალიბერალიზაცია წარმოადგეს. 2016 წლის თებერვლიდან ირანთან უვიზო მიმოსვლის დაბრუნების შემდგომ შემოსული ვიზიტორების რაოდენობა, თითქმის უტოლდება ბოლო სამი წლის განმავლობაში შემოსულ ჯამურ რაოდენობას.


დამატებითი სტატისტიკური ინფორმაციისათვის გადადით მითითებულ ბმულზე