ინფოტური საუდის არაბეთიდან
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით საქართველოს საუდის არაბეთიდან ტუროპერატორები ეწვივნენ. ინფოტურის ფარგლებში საუდის არაბეთის 20 ტურისტული სააგენტოს წარმომადგენელი საქართველოს სხვადასხვა რეგიონში იმყოფებოდა. 5 დღის განმავლობაში ტურის მონაწილეები ქვეყნის ტურისტულ მიმართულებებს გაეცნენ.
საუდის არაბეთის ტურისტული კომპანიის წარმომადგენლები თბილისში ქართველ კოლეგებს შეხვდნენ, სადაც სამომავლო თანამშრომლობის გეგმები განიხილეს. ტუროპერატორებისათვის საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ სპეციალური პრეზენტაცია გამართა. სტატისტიკური მონაცემებით, 2016 წელს საუდის არაბეთიდან საქართველოს 21257 საერთაშორისო მოგზაური ეწვია, ზრდა 2015 წელთან შედარებით 116%-ით მეტია.