იაპონიის ტურისტულ გამოფენაზე ქართული მაწვნით დაინტერესდნენ
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ იაპონიაში ტურიზმის საერთაშორისო გამოფენა-ბაზრობაში „JATA 2016“ მიიღო მონაწილეობა. საქართველოს სტენდზე ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი იყო წარმოდგენილი. „JATA 2016“-ს შემდეგი ქართული კომპანიები დაესწრნენ: Visit Georgia, Caucasus Trave, Concord Travel, Sakura, Georgia En Route, Georgian DMC, Explore Georgia.
3 დღის განმავლობაში, საქართველოს სტენდთან გამოფენის სტუმრებს ქართული ღვინის და მაწვნის დაგემოვნების საშუალება ჰქონდათ. გამოფენის მსველობისას გაიმართა სემინარი, სადაც საქართველოს ტურისტული მიმართულების შესახებ ინგლისურ და იაპონურ ენებზე პრეზენტაცია მოეწყო. სემინარს იაპონელი ტურ¬ოპერატორები და ტურიზმის სფეროს სხვადასხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ. საქართველოს სტენდი იაპონური ტელეკომპანიების ობიექტივშიც მოექცა. იაპონური კომპანიები დაინტერესდნენ საქართველოს ტურისტული პოტენცილიათ. საერთაშორისო გამოფენა-ბაზრობაზე ტოკიოში 141 ქვეყნის 1161 კომპანია იყო წარმოდგენილი. „JATA 2016“-ს ვიზიტორთა რეკორდული რაოდენობა 185800 სტუმარი დაესწრო.