href=”http://iframewidth=420height=315src=//www.youtube.com/embed/oYx1U1_tDHwframeborder=0allowfullscreen/iframe”>სათხილამურო სპორტის მოყვარულებს და არა მხოლოდ თქვენ სვანეთი უკვე გელით ! ზამთრის სეზონი მესტიაში ოფიციალურად გახსნილია!
ულამაზესი მწვერვალებისა და უძველესი სვანური კოშკების გარემოცვაში – 27 დეკემებრს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ სეზონის გახსნის ღონსიძიებები მოაწყო. ამაღლებული განწყობა, იდეალური სასრიალო ტრასები და თან მზიანი დღე ! – მუსიკა, გლინტვეინი და გარემო, რომელსაც ალბათ ანალოგი არ მოეძებნება- გასაკვირი არ არის რომ week end- ი მესტიაში დაუვიწყარი აღმოჩნდა.
ზღვის დონიდან 2345 მეტრზე, ჰაწვალის სათხილამურო ტრასაზე პროფესიონალ და მოყვარულ მოთხილამურეთა შორის შეჯიბრი გაიმართა. რაც ყველაზე მთავარია, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინიციატივით გათამაშდა თეზო ჯაფარიზის სახელობის გარდამავალი,,ზურულდის თასი“ მოთხილამურეებს შორის, რამაც ღონისძიებას განსაკუთრებული ელფერი შესძინა. ეჭვი არავის ეპარებოდა, რომ ,,თეზოს თასს“ სვანეთის გუნდი არავის დაუთმობდა და ასეც მოხდა. გამარჯვებულები სხვადასხვა პრიზებით დაჯილდოვდნენ.

ზამთრის სეზონის გახსნის დასკვნითი, კულტურული ნაწილი მესტის ცენტრში გაიმართა. დაჯილდოების ცერემონიისა და ადგილობრივი ფოლკლორული ანსამბლების კონცერტის გარდა გარემოს საშობაო ჯიხურები ალამაზებდა. საახალწლოდ გაფორმებული ხის დახლები მსურველებს სვანურ ტრადიციულს საჭმელს, გლინტვეისა და ცხელ შოკოლადს სთავაზობდა.